"მადლობა ყველაფრისთვის, ლეგენდა" - როგორ და რატომ დასცინეს რუსებმა პიკეს კარიერის დასრულების გამოცხადების შემდეგ [PHOTO]

AutoSharing Option
Telegram-ზე რუსეთის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა პოსტი გამოაქვეყნა, რითიც "ბარსელონას" მცველ ხერარდ პიკეს დასცინა.

ყველაფერი კი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მომხდარ ამბავს უკავშირდება. რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებაში, პირველი ტაიმის ბოლოსკენ, პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, დანიშნული პენალტი კი გოლად არტიომ ძიუბამ გარდასახა.

მატჩი საბოლოოდ პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც უკეთესი რუსეთი აღმოჩნდა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა. 

"ხერარდ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მადლობა ყველაფრისთვის, ლეგენდა", - ვკითხულობთ პოსტში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ კი ნუგუშინ გვაუწყა. ის ბოლო შეხვედრას შაბათს
ითამაშებს, როდესაც მისი "ბარსელონა" "ალმერიას" დაუპირისპირდება. 

alt"დროა, მოგზაურობა დავასრულო" - ხერარდ პიკე კარიერას ასრულებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძიუბა რო გეყოლება და პიკეს დიდებულ კარიერას რო დაცინებ, 36 ტიტული მოიგო. 36 ჯერ რაც შეუძლია ძიუბას კი გაჩვენათ ცოტა ხნის წინ.
1
მართალია რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს უდღეური რუს-მონღოლები პიკეს რომ დასცინებენ, ძმები ბერეზუცკები და ვაკიზა ხიდიატულინები რომ ჰყავდათ დაცვაში, თქვენ უსუნეთ მთვრალ შაკირას რუსებო!
llcl
15:11 04-11-2022
3

სიახლეები პოპულარული