ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და დიდი არეულობა - არგენტინაში "ბოკა ხუნიორსის" შეხვედრა მე-9 წუთზე შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩი "ხიმნასიასა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის მე-9 წუთზე შეწყდა.

შეხვედრა დაწყებული იყო და გულშემატკივრები ბილეთის ქონის მიუხედავად, სტადიონზე შეღწევას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც არეულობა დაიწყო.

საბოლოოდ, პოლიციამ სიტუაციის განსამუხტად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დროთა განმავლობაში ცრემლსადენმა გაზმა მოედანზე შეაღწია, რის შედეგადაც ფეხბურთის თამაში შეუძლებელი გახდა და მატჩი მე-9 წუთზე შეწყდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება შეხვედრა. TyC Sports-ის ცნობით, პოლიციის მოქმედებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ყოფილი ფეხბურთელი სეზარ გუსტავო რეგუირო გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული