იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ფეხბურთელის კარიერას ასრულებს.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ 34 წლის არგენტინელმა თამაშისთვის თავის დანებების გადაწყვეტილება მიიღო.

მიმდინარე სეზონში იგუაინმა ლიგის 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის "რეალში", "იუვენტუსში", "მილანში", "ნაპოლიში", "ჩელსისა" და "რივერ პლეიტში" თამაშობდა, არგენტინის ნაკრებში კი 75 შეხვედრაში 31-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული