დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ფორვარდმა დირკ კუიტმა ნიდერლანდის Eerste Divisie-ის (მე-2 ლიგა) გუნდი "დენ ჰააგი" ჩაიბარა.

ცნობილმა თავდამსხმელმა ხელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა. "დენ ჰააგი" გასულ სეზონში ერედივიზიონში გადასასვლელ მატჩში "ექსელსიორთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

კუიტი, 2018-დან 2020 წლის ჩათვლით, ნიდერლანდების 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, სხვა მხრივ კი მას დამრიგებლად არ უმუშავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული