კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო - იოზილმა ყარაბაღის კონფლიქტზე დაწერა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში საფეხბურთო მოედნებზე ცეცხლის დანთების შემდეგ ლონდონის "არსენალის" გერმანელ!!! ნახევარმცველ მესუთ იოზილს "გაეხსნა" და გადაწყვიტა, რომ კონფლიქტოლოგობის შეთავსებაც შეუძლია და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე განცხადება გაავრცელა.

"მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, მთიან ყარაბაღს იურიდიულად საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, თუმცა ის უკანონოდ არის ოკუპირებული.

2008 წლის მარტში გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დადასტურდა და სომხეთს ყარაბაღიდან სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა. სწორედ ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაითვალისწინონ და მიიღონ გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილება.

ვიზიარებ ძალიან ბევრის განწყობას, მათ შორის,
არც გაეროს, იმის შესახებ, რომ "აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ეს ყველაფერი კი სერიოზულ არეულობას იწვევს.

მოდით, ერთად მივაღწიოთ მშვიდობას და სამართლიანობის სახელით მომავალი ძალადობა ავიცილოთ თავიდან. ნებისმიერ მხარეს ერთი ადამიანის სიკვდილი ორივე მხარის დანაკარგია." - დაწერა იოზილმა "ტვიტერში" და შემდეგ თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვებიც მოიყვანა:

"აზერბაიჯანის პრობლემები ჩვენი პრობლემებია, მათი ბედნიერება კი - ჩვენი ბედნიერება. ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო."