უცნაური ამბავი: ეგვიპტის ნაკრებს ყველა მოგებული თასი მოჰპარეს

AutoSharing Option
აფრიკული ფეხბურთის კონფედერაციამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციაში მომხდარი ამბის შესახებ დაწერა. 

"აფრიკული ფეხბურთის კონფედერაციისათვის ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის სამდივნოდან აფრიკის თასის ყველა თასი დაიკარგა. 

ამ ახალი ამბით შეშფოთებულები ვართ. ჩვენი კარი ღიაა. ასოციაციას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველა დაკარგული უძვირფასესი ნივთის ძიების პროცესში." - წერია განცხადებაში. 

გასაკვირი არ არის, რომ კონტინენტს მიღმა ეგვიპტის ნაკრებს ტიტული არ მოუგია და ყველა თასი აფრიკის თასზე ჰქონდათ მოპოვებული. პირველი ნადავლი ეგვიპტელებმა 1957 წელს მოინადირეს, ბოლო - 2010 წელს, ახლა კი
ყველას ძებნა უწევთ. 

altThe Best - ფიფამ ნიკარაგუელები სიცრუეში, ხოლო ეგვიპტელები და სუდანელები დილეტანტიზმში ამხილა

altეგვიპტეში კომენტატორი ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მატჩისას გარდაიცვალა

მკითხველის კომენტარები / 1 /
თანამშრომლების ხელი ურევია
Master
18:41 08-09-2020
0

სიახლეები პოპულარული