ივან რაკიტიჩი: კარტოფილის ტომარა არ გეგონოთ!!

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა საკუთარი სატრანსფერო გეგმების შესახებ საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთა.

"სიტუაციის არსი მესმის, თუმცა კარტოფილის ტომარა არ გეგონოთ, რომელსაც სადაც გინდა, იქ გადადებ. ჩემთან საუბარი ყოველთვის შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე იქ მინდა ყოფნა, სადაც ვუყვარვარ, პატივს მცემენ და ჩემი ეიმედებათ.

ასევე იქ, სადაც მე და ჩემი ოჯახი თავს ბედნიერად ვგრძნობთ. თუ ეს ადგილი აქაა, აღფრთოვანებული დავრჩები; თუ არა, თავად გადავწყვეტ, სად წავიდე", - განაცხა
და რაკიტიჩმა.

აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, რაკიტიჩის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა თავად ფეხბურთელსა და მის ოჯახს ესპანეთში დარჩენა ურჩევნიათ. ამიტომაც ხორვატი მადრიდის "ატლეტიკოს" ვარიანტს განიხილავს.

altივან რაკიტიჩმა "ბარსელონაში" დაუჯერებელი სტატისტიკა დააფიქსირა

ასევე დაგაინტერესებთ