ისევ ფირმინომ თავისი საფირმო გოლით - "ლივერპულმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ლივერპულმა" "ფლამენგო" 1:0 დაამარცხა.

ისევე როგორც ნახევარფინალში "მონტერეისთან", დამატებით დროში გამარჯვების გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა.

"ლივერპულმა" პირველად მოიგო ეს ტურნირი - 2005 წელს "წითლები" "სან პაულუსთან" 0:1 დამარცხდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დაასახელეს.

მესამე ადგილზე "მონტერეი" გავიდა, რომელმაც პენალტების სერიაში "ალ ჰილალს" 4:3 სძლია (ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა).

"ლივერპული" მეორე ინგლისური გუნდია, რომელმაც ამ ტურნირზე იმარჯვა - 2008 წელს "მანჩესტერმა" მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული