"რომამ" დი ფრანჩესკო გადააყენა და სავარაუდოდ მწვრთნელად რანიერის დანიშნავს

AutoSharing Option
"რომამ" "პორტუსთან" დამარცხება და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა არ აპატია მწვრთნელს ეუსებიო დი ფრანჩესკოს და სამუშაოდან დაითხოვა.

როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, კლუბმა მას გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დი ფრანჩესკო "პორტუსთან" ნამატჩევს პრესკონფერენციაზე არ მივიდა და ალბათ, უეფა დააჯარიმებს.

იტალიური პრესის ცნობით, ჯალოროსის მალე კლაუდიო რანიერის ჩააბარებენ, რომელიც 28 თებერვალს "ფულჰემის" მენეჯერის პოსტიდან გადააყენეს, სადაც 3.5 თვე იმუშავა.



ასევე დაგაინტერესებთ