მოჰამედ სალაჰი მადრიდში სახლს არჩევს

AutoSharing Option
"დიარიო გოლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ნახევარმცველმა კოუტინიომ თანაგუნდელ ლეო მესის აცნობა, რომ მისი ძველი დოსტი, "ლივერპულის" ეგვიპტელი ლეგიონერი მოჰამედ სალაჰი მადრიდში საცხოვრებელს არჩევს და უეჭველი "რეალში" გადაბარგდება.

როგორც იტყობინებიან, კოუტინიო სალაჰს ხშირად ესაუბრება, ყველაფრის საქმის კურსშია და ამდენად, ეს ამბავი უტყუარია.

ამ სეზონში მოჰამედმა 45 მატჩში 40 გოლი გაიტანა, 13 საგოლე გადაცემა გააკეთა და "წითლები" მის შესანარჩუნებლად კლაუსულას 200 მილიონ ევრომდე გაზრდას გეგმავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული