დიეგო კოშტა: დღეს არგენტინელებმა ნახეს, რას წარმოადგენს მათი ნაკრები მესის გარეშე

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა დიეგო კოშტამ არგენტინის ნაკრებთან (6:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"არგენტინაში უყვართ მესის გაკრიტიკება. დღეს მათ ნახეს, რას წარმოადგენს ნაკრები მის გარეშე.

არგენტინელებმა მესიზე უნდა ილოცონ, მისი მადლიერები უნდა იყვნენ.

მესი რომ არ ჰყავდეთ, საქმეს ბოლომდე როგორ მიიყვანდნენ?", - თქვა კოშტამ.


მომზადებულია 101 Great Goals-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ