ახლა კი "მარკა" გვამცნობს, რომ დიბალა "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს შეხვდა. უცნობია, რაზე ისაუბრეს თანამემამულეებმა. გამოცემა ვარაუდობს, რომ ვინაიდან ფორვარდი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" აპირებს გადასვლას, ჩოლო მის შემცვლელად დიბალას გადაბირებას ცდილობს.