ლეო მესი არგენტინაში შეიძლება კრიმინოგენური სიტუაციის გამო ვერ დაბრუნდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იმაზე ილაპარაკა, თუ რას აპირებს ფეხბურთის თამაშზე თავის დანებების შემდეგ:

"ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ უჭირთ ცხოვრებაში თავიანთი ადგილის მონახვა. ძნელი იქნება ვარჯიშებისა და მატჩების გარეშე ცხოვრება.

მართალი გითხრათ, ჯერ არ გადამიწყვიტავს, მომავალში რას გავაკეთებ და სად ვიცხოვრებ, ბარსელონაში თუ როსარიოში. გული მტკივა იმის გამო, რაც არგენტინაში ხდება, სადაც ხალხი დაუცველია.

რა თქმა უნდა, მინდა მშობლიურ ქალაქში დავბრუნდე. იქიდან ძალიან პატარა წამოვედი. თუმცა, არის ზოგიერთი ნიუანსი. ადრე შემეძლო სამშობლოში მთელი
დღე თავისუფლად მესეირნა, ახლა კი კრიმინოგენური სიტუაცია ამის საშუალებას არ მომცემს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული