შოტლანდიის ნაკრებს კვლავ ალექს მაკლიში გაწვრთნის

AutoSharing Option
შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექს მაკლიში გახდა. 59 წლის სპეციალისტმა გორდ სტრაჩანი ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა ვერ მოახერხა.

მაკლიში შოტლანდიის ნაკრებს სათავეში 2007 წელსაც ედგა, თუმცა მაშინ მან სკოტები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაკლიშის ხელმძღვანელობით დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა 2007 წლის 17 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრები (2:0).

"ამაყი და მადლობელი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ჩემს სამშობლოს ვემსახურო. შოტლანდიურ ფეხბურთში ბევრი ტალანტი და მაღალი დონის ფეხბურთელია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ვათამაშო",
- აღნიშნა მაკლიშმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული