რონალდომ შეიძლება კარიერა "ტიანცზინ ციუანცზიანში" გააგრძელოს

AutoSharing Option
როგორც ამტკიცებენ, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს უნდა თავდამსხმელი რონალდო გაყიდოს, As-მა კი "რეალის" გულშემატკივრების გამოკითხვა ჩაატარა - უნდათ თუ არა თავდამსხმელი რონალდო გუნდში დარჩეს?

გამოკითხვაში მონაწილეობა 125 ათასზე მეტმა ქომაგმა მიიღო და მათი 67.5% მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება თუ კრიშტიანო ბლანკოსიდან წავა.

ამ დროს ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ კრიშტიანოს სამსახურით ჩინეთის "ტიანცზინ ციუანცზიანია" დაინტერესებული და ყველანაირად შეეცდება მის ხელში ჩაგდებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული