დონეცკის "ოლიმპიკის" 22 წლის მცველი ზურაბ ოჩიგავა ქართველი თავდამსხმელის ლუკა ზარანდიას გდინიას "არკაში" ვერ გადავიდა, რადგან ერთ სეზონში ფეხბურთელი არ შეიძლება იყოს 3 კლუბის განაცხადში.
ოჩიგავა კიევის "დინამომ" სექტემბერში იჯარით "ოლიმპიკში" გაუშვა. ზურაბი კიეველია, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული, ადრე "ილიჩევეცში" თამაშობდა.