კარლოს კაზემირო: იმედია, ნეიმარი "რეალში" გადმოვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა კარლოს კაზემირომ სელესაოს ტვიტერზე გაიხუმრა, რომ თანანაკრებელ თავდამსხმელ ნეიმარს თავის გუნდში ელის:

"იმედია, ნეიმარი "რეალში" შემოგვიერთდება, ის ნამდვილი ვარსკვლავია. ჩვენ ამაზე უკვე ვიხუმრეთ და მადრიდულ კლუბში ველით".

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლანკოსის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა ნეის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.