მანჩინიმ "ვესტ ჰემს" ყოველწლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონი მოსთხოვა

AutoSharing Option
სლავენ ბილიჩის გადაყენების შემდეგ, ლონდონის "ვესტ ჰემი" მენეჯერად პეტერბურგის "ზენიტის" მწვრთნელის რობერტო მანჩინის დანიშვნას აპირებდა და იტალიელიც თანახმა ყოფილა, ოღონდ ნამეტანი დიდი ხელფასი მოუთხოვია - ყოველწლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონი ფუნტი (დაახლოებით ამდენს იღებს მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცი ჟოზე მოურინიო) და პლუს, იტალიაში 62-ჯერ გადაფრენა.

აქედან, 10-ჯერ კერძო თვითმფრინავით და 52-ჯერ ბიზნეს - კლასით. "ჩაქუჩებისთვის" რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა მიუღებელი გახლდათ და გუნდი დევიდ მოიესს ჩააბარეს.