ვენგერი: ვისაც უყვარს ფეხბურთი, იმას უყვარს მესი

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მენეჯერმა არსენ ვენგერმა კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოკლედ ისაუბრა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესისა და არგენტინის ნაკრებზე:

"ძალიან მიხარია, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. თუ თქვენ ფეხბურთი გიყვართ, არ შეიძლება მესი არ გიყვარდეთ. თუ ფეხბურთი გიყვართ, ე.ი. არგენტინის ნაკრებიც მოგწონთ. ამ გუნდში ყოველთვის თამაშობდნენ ვარსკვლავები.

გული დამწყდებოდა, მესის მუნდიალზე რომ არ ეასპარეზა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული