ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა იურგენ კლინსმანი გახდეს

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა სანტუშ ვერჰულსტმა განაცხადა, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია გერმანელ იურგენ კლინსმანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ეროვნულ გუნდში მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით.

ასევე, მან დაადასტურა ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დირკ ადვოკაატის წასვლა.

"ადვოკაატი ნამდვილად დატოვებს ნაკრებს, ეს გადაწყვეტილია. ფედერაცია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იურგენ კლინსმანის სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი კანდიდატურაა ჰოლანდიელებისთვის", - განაცხადა ვერჰულსტმა.

იურგენ კლინსმანის ბოლო სამუშაო ადგილი აშშ-ის ნაკრები იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"