ნამუნდიალევს ეკატერინბურგის სტადიონს მიშენებულ ტრიბუნას მოაშორებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები ეკატერინბურგშიც გაიმართება, სადაც 27-ათასიანი სტადიონი ააშენეს, მაგრამ ფიფას მოთხოვნით არენა მინიმუმ 35 ათას მაყურებელს უნდა იტევდეს.

ამიტომ ნაგებობა გამოანგრიეს და ტრიბუნა გარედან მიაშენეს, საიდანაც თამაშის ყურება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. როგორც იუწყეს, მუნდიალის დასრულების შემდეგ ამ დამატებით 12-ათასიან ტრიბუნას მოხსნიან და მისგან სვერდლოვსკის ოლქში ახალ სტადიონს ააშენებენ, ხოლო ეკატერინბურგის არენაზე დარჩენილ სიცარიელეს დიდი სარეკლამო ტაბლოთი ამოავსებენ.

ამჟამად ადგილობრივი გუნდი "ურალი“, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი გიორგი ჭანტურია იცავს, 13-ათასიან „ბანკ არენაზე“ ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული