ადრიანო კარიერის განახლებას აპირებს

AutoSharing Option
რაც 2010 წელს "რომაში" გადაბარგდა, მას შემდეგ ბრაზილიელ თავდამსხმელს ადრიანოს ფეხბურთი წესიერად არ უთამაშია, გუნდიდან გუნდში გადადიოდა და ვერსად ვერ დაიმკვიდრა ადგილი. ხშირად ლოთობდა და არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. შარშან "მაიამი იუნაიტედში" ჩაირიცხა, მაგრამ არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

ახლა კი 35 წლის ასაკში კარიერის განახლება მოისურვა, ირწმუნება, რომ თავს მხნედ გრძნობს, იანვრამდე ივარჯიშებს და ყველას დაუმტკიცებს ჩამოსაწერი რომ არაა.

ადრიანომ მილანის "ინტერში" 2001-2009 წლებში 123 მატჩში 48 გოლი გაიტანა, ხოლო სელესაოში 51 შეხვედრაში 29-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. "იმპერატორმა" ოთხჯერ მოიგო სკუდეტო და სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად (2006,2007 და 2010 წელს).
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული