ჩერნოგორიასთან მუნდიალის შესარჩევ მატჩში მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა და რამოდენიმე კვირა იუქმებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა:
"პიშჩეკის ტრავმებმა უკვე ნერვოზი დამმართა. მართალი გითხრათ, ეს მაცოფებს. ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნულ გუნდში მიიღო, ჩვენ კი ფინანსურად უნდა დავზარალდეთ".