მალავიში მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია 20 დოლარის აღებისთვის მიცეს

AutoSharing Option
AP News-ს ცნობით, მალავიში "ნჩალო იუნაიტედის" წარმომადგენლებმა "ჩიტიპა იუნაიტედთან" მატჩის წინ ოთხივე მსაჯი 20 დოლარად მოისყიდეს, მაგრამ ამ გუნდმა მათი დახმარებითაც ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, პენალტების სერიაში დამარცხდა და მსაჯებს ფულის უკან დაბრუნება  მოთხოვა.

თუმცა, მათ მხოლოდ 15 დოლარი დაუბრუნეს, რადგან 5 დოლარი დახარჯული ქონიათ და "ნჩალო იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთის ფედერაციაში უჩივლა, ფედერაციამ კი ოთხივეს სამუდამოდ აუკრძალა მსაჯობა. ისე, წესით ქრთამის მიმცემიც უნდა დაესაჯათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული