ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად სამი რჩეული დაასახელა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად სამი პრეტენდენტი დაასახელა.

ფიფას რჩეულები გახდნენ: კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა) და ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი).

ფიფას დაჯილდოების ცერემონიალი 23 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ორგანიზაცია საუკეთესოებს ერთბაშად რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. დასახელდება საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცებში, საუკეთესო მწვრთნელი ქალებში, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ფეხბურთელი.
ასევე დაგაინტერესებთ