UEFA-ს პრეზიდენტი სატრანსფერო ფანჯრის შემცირებას ემხრობა

AutoSharing Option
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი იწონებს იდეას, რომლის თანახმადაც, ევროპულ ფეხბურთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დრო უნდა შემცირდეს.

გერმანიასა და იტალიაში აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომ გუნდებს ფეხბურთელების შეძენის უფლება ქვეყნის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ აღარ ჰქონდეთ. ხვალ, 7 სექტემბერს, ამ საკითხს ინგლისში განიხილავენ და თუ პრემიერლიგის 20 კლუბიდან 14 თანახმა იქნება, ცვლილება ძალაში მომდევნო ზაფხულიდანვე შევა.

ამ საკითხზე კომენტარი UEFA-ს პრეზიდენტმაც გააკეთა: "საქმის კურსში ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯრის შემცირებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. ვფიქრობ, ცუდია, როდესაც ფეხბურთელი სეზონს ერთ კლუბში იწყებს და სატრანსფერო ფანჯრის
დახურვისას უკვე სხვა კლუბშია. ფანჯარა ასეთი გრძელი არ უნდა იყოს. მე მის შემცირებას მხარს ვუჭერ." - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს The Times-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული