ნეიმარმა, ჟოზეპ ბარტომეუ მასხარააო...

AutoSharing Option
კარგა ხანს დუმდა "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ, ითმენდა, ვერ მოითმინა და გუშინ რამოდენიმე გამოცემას განუცხადა, რომ სულ ტყუილად აკრიტიკებენ, ლეო მესის კონტრაქტი 30 აგვისტოს გაუგრძელა, ანდრეს ინიესტასაც მალე გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას, ნეიმარს კი დროზე უნდა გაეფრთხილებინა პსჟ-ში გადასვლის შესახებ, თადარიგს დაიჭერდა და უსმანა დემბელეში ამხელა ფული არ გაუხდებოდა გადასახდელი.

ნეიმ საპასუხოდ არაფერი თქვა, მხოლოდ ინსტაგრამზე დაწერა, ეს პრეზიდენტი მასხარააო და ეს ფოტომონტაჟიც ატვირთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული