ნეიმარს პსჟ-ის დატოვება და "ბარსელონაში" გადასვლა სურს

AutoSharing Option
31 წლის თავდამსხმელ ნეიმარს ამ ზაფხულშივე უნდა პსჟ-ის დატოვება და "ბარსელონაში" გადასვლა.

"ეკიპის" მტკიცებით, ამის თაობაზე ბრაზილიელმა პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის აცნობა. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა ოჯახთან და აგენტთან, პინი ზაჰავისთან ერთად მიიღო.

ნეიმარი აღშფოთებულია მაისში მის სახლთან გუნდის ფანების მიერ ჩატარებული აქციით და თავს დაცულად არ გრძნობს. მისი თქმით, მსგავსი რამ ბარსელონაში არასოდეს არ მომხდარა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონაში" ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგია ხავი. კატალონიური გუნდის მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ნეიმარი კლუბის პროექტს არ შეესაბამება და შეიძლება გასახდელში ატმოსფერო გააფუჭოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული