20 კგ-ზე მეტი და კუნთოვანი მასის დაახლოებით 30% დაკარგა - როგორია რიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაუბრუნდება თუ არა ის მოედანს

AutoSharing Option
პსჟ-ის მეკარე სერხიო რიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია. ესპანელი კიპერის შესახებ ცნობებს სოციალური ქსელით მისი მეუღლე ალბა სილვა ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 29 წლის კარის დარაჯმა ივნისის დასაწყისში მძიმე ტრავმა უელვას ერთ-ერთ რეგიონ ელ როკიოში ჯირითობის დროს მიიღო. იგი ცხენიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც თავის ტვინის ძლიერი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რიკო კომაში იმყოფებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, კომიდან გამოვიდა. ის ცნობს თავის ნათესავებს და შეუძლია მათთან ურთიერთობა, თუმცა მისმა მეუღლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერხიოს მეტყველების პრობლემა აქვს.

The Athletic-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 29 წლის
სპორტსმენი მოედანს დაუბრუნდეს. ინტენსიური თერაპიის დროს ის ყოველ კვირას კარგავდა კუნთოვანი მასის დაახლოებით 30%-ს. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მან 20 კგ-ზე მეტი დაიკლო (ამას სტატიის მთავარ ფოტოზეც დაინახავთ).

ფეხბურთელის ცოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, თუ რა ჩანაწერა დაუტოვა მას რიკომ საავადმყოფოში:

"დილა მშვიდობისა, პატარავ. ეჭვგარეშეა, რომ კიდევ ათასჯერ აგირჩევდი. შენ ხარ ჩემი უდიდესი საგანძური. მიყვარხარ მთელი გულით".

ესპანელმა კარის დარაჯმა კარიერა "სევილიაში" დაიწყო, შემდეგ კი "ფულჰემში", პსჟ-სა და "მალიორკაშიც" იასპარეზა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული