თუ "ალ ჰილალში" გადავა, მბაპე წლიურად 700 მილიონს გამოიმუშავებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე საუდის არაბეთს მიაშურებს, წლიურად 700 მილიონს გამოიმუშავებს.

მას "ალ ჰილალი" სეზონურად 200 მილიონ ევროს სთავაზობს. ფრანგი კიდევ 500 მილიონს კომერციული შეთავაზებებითა და რეკლამებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მბაპე ამჟამინდელ კლუბ პსჟ-ს, რომელთანაც კონფლიქტი აქვს, იაპონიაში მოსამზადებელ შეკრებაზე არ გაჰყვა და დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალს" მიაშურებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც რაში უნდა თავის ფულს იმაში დახარჯავს, მაგრამ რა 700 მილიონი ხალხო, რა თანხებზეა საუბარი, უაზროდ გაბერილია, რამდენი სიცოცლე უნდა გქონდეს რომ 700 მილიონი პატიოსანი შრომით დააგროვო ან თუნდაც იმაზე მეტად ღირებულ და შრომეტევად საქმეს აკეთებდე, ვიდრე ამ შემთხვევაში მბაპე. პირობითად 15-20 მილიონს რომ გამოიმუშავებდეს წელიწადში, რა ცოტაა?! ფეხბურთმა თავისი პეწი დაკარგა, ჩემთვის ყოველშემთხვევაში, რაც ესეთი მაშტაბით მიიღო კომერციული სახე.
ბექა90
12:45 25-07-2023
0
გუშინ წერდნენ 300მლნ-ო და ახლა 200-იო.ჩამოყალიბდით და მერე დაწერეთ.
მარკი
12:02 25-07-2023
0

სიახლეები პოპულარული