Cadena SER: მბაპემ "რეალთან" კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
Cadena SER-ის ინფორმაციით, პსჟ-ის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ "რეალთან" კონტრაქტი შეათანხმა.

ფრანგი ფორვარდი "სამეფო გუნდთან" 5-წლიან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონურად 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ელ-ხელაიფიმ თქვა, რომ მბაპემ კონტრაქტი უნდა გააგრძელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ამ ზაფხულსვე გაყიდიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მოდიხარ მოდი და დაამთავრე ეს თურქული სერიალი
მამუკა
00:03 08-07-2023
0

სიახლეები პოპულარული