PSG Community: ლუის ენრიკე უახლოეს საათებში საფრანგეთში ჩაფრინდება და პსჟ-ის მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
PSG Community-მა ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის პსჟ-ის ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ესპანელი უახლოეს საათებში ჩაფრინდება საფრანგეთის დედაქალაქში, რათა პარიზულ გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს.

ინფორმაციისთვის, "ეკიპმა" გუშინ გვაუწყა, რომ "პარკ დე ფრენსის" ბინადრები იულიან ნაგელსმანს ვერ შეუთანხმდნენ და გერმანელის ვარიანტი გამოირიცხა, შემდეგ კი დაწერა, რომ მთავარი კანდიდატი ახლა ტიაგო მოტა იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული