სენსაცია ლიგა 1-ში - "ლანსმა" პსჟ დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 1-ელ იანვარს, ლიგა 1-ის მე-17 ტურში, "ლანსმა" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა პრზემისლავ ფრანკოვსკიმ გახსნა, გატანილი გოლიდან 3 წუთში პსჟ-ის ახალგაზრდა შემტევმა უგო ეკიტიკემ სხვაობა აღადგინა.

"ლანსმა" შეტევები განაგრძო და 28-ე წუთზე ლუის ოპენდამ სეკუ ფოფანას პასით გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, 48-ე წუთზე კი კლად მორისმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამრიგად, "პარი სენ ჟერმენმა" ლიგა 1-ის 2022/23 წლების სეზონში პირველი მარცხი განიცადა. კრისტოფ გალტიეს გუნდი 44 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. დედაქალაქელები მომდევნო
ტურის მატჩს 12 იანვარს "ანჟერის" წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 12 იანვარს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

"ლანსი" 40 ქულით გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი "სტრასბურს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

alt"პარი სენ ჟერმენი" მბაპეს ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ შეელევა

alt"პარი სენ ჟერმენი" ტონი კროოსს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამასწინათ ერთი ფრანგული ფუნის მოყვარული წერდა დოღლიგა და ლიგა 1 პირველიაო,კაი პრემიერლიგასთან ჩემი მოსაზრება მაქვს,მაგრამ სერია ა,ბუნდესლიგა და მითუმეტეს პრიმერა ამ ფარჩაკ ლიგა 1-ს თუ ჩამორჩებოდა არ ვიცოდი,მესი,ნეიმარი და ტრანსგენდერას გარეშე პორტუგალია/ჰოლანდიას რო თავი გავანებოთ,თურქეთი,ბელგია და შვეიცარია/შოტლანდიის ჩემპიონატი,გამაიღე მბამპე
ნიკო
17:36 02-01-2023
5
აი გამოჩნდა რასაც წარმოადგენს მბაპე ლეოს და ნეიმარის გარეშე.D
რრრ
13:30 02-01-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული