სანიოლი: მპაბე ამ გუნდში მეფე გახდება...

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა კომენტარი პსჟ-ის ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის იურგენ კლოპის ხელში მეფე გახდებოდა.

"ამ კლუბს ("ლივერპულს") დიდი უპირატესობა აქვს. როცა გუნდის მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი გყავს, კარი ხსნილია, მასთან ერთად მუშაობა ნებისმიერ ფეხბურთელს სურს.

მბაპე მის ხელში სხვა დონეზე ავიდოდა. კლოპი თავდამსხმელებიდან დაცვითი სამუშაოს შესრულებას ითხოვს, ამ მხრივ კი მბაპე ჯერ კარგი ნამდვილად არაა.

თუმცა ის ძალიან ბევრ რამეს ისწავლიდა ისეთი მწვრთნელისაგან, როგორიც იურგენ კლოპია. ამაზე დავაც კი
არ შეიძლება.

"ლივერპულში", იურგენ კლოპის ხელში მპაბე მეფე გახდებოდა", - განაცხადა სანიოლმა.


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
Chemi azrit madridis realshi cava es kaci.
Milani
19:49 04-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული