ლიგა 1. XIV ტური: ანრის პირველი, პსჟ-ის მეთოთხმეტე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-მა კლუბის ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა - საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ 14 მოგება ამ გუნდს არასოდეს ჰქონია.

საუკეთესო შედეგი იყო 13 მოგება 2015 წელს. ახლა კი ედინსონ კავანის გოლის წყალობით, პსჟ-ს ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც თავისთავად ევროპის ტოპ-5 ლიგის სტარტის მორიგი ახალი მიღწევაა.

მაისის მერე პირველად ითამაშა დანი ალვეშმა, რომელიც ბოლო 20 წუთის მიუხედავად, საუკეთესო იყო მოედანზე. დანის გამოჩენა გადამწყვეტი ფაქტორი იყო იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-ს ნეიმარი და მბაპე აკლდნენ.

და აი, ტიერი ანრის პირველი სამწვრთნელო გამარჯვებაც ვიხილეთ "მონაკოში". ფრანგი
ლეგენდა ურუგვაელ რადამელ ფალკაოს უნდა უმადლოდეს ამას.

ტურის ფაქტები
  • "ნიცას" ლიგა 1-ში ზედიზედ მეოთხე მატჩია, გოლი არ გაუშვია. ეს ლიგა 1-ში საუკეთესო შედეგია ამჟამად. კლუბისთვის კი პირველი ასეთი სერიაა 2010 წლის შემდეგ.
  • ანდი დელორმა (მონპელიე) ბოლო 8 ტურში 6 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 14 შეხვედრაში ერთი გოლიც ვერ შეაგდო.
  • ამ სეზონში რადამელ ფალკაომ "მონაკოს" გოლების 43%-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო - 5 გოლი, 1 პასი (6/13).
  • პსჟ-მა ზედიზედ 14-ჯერ ლიგა 1-ში ისტორიაში პირველად მოიგო.
  • "მონაკომ" ჩემპიონატში 12-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ლიგა 1. XIV ტური
ლიონი-სტ. ეტიენი 1:0
გოლი: 1:0 დენაიერი (62)
გაძევება: რაფაელი (70. ლიონი)

პსჟ-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 კავანი (9)
პსჟ (3-4-2-1): ბუფონი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კიმპემბე - მონიე (70. დანი ალვეში), ვერატი (70. ჩუპო-მოტინგი), რაბიო, დიაბი - დი მარია, დრაქსლერი (80. ნკუნკუ) - კავანი

კაენი-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ფალკაო (55)

დიჟონი-ბორდო 0:0

ნანტი-ანჟერი 1:1
გოლები: 0:1 ბაჰოკენი (5), 1:1 მაჯედი (89)

რეიმსი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 შავალერინი (2), 2:0 დია (68), 2:1 ტურამი (81-პენ)

სტრასბური-ნიმი 0:1
გოლი: 0:1 ლიბოჰი (70)
გაძევება: ს. მიტროვიჩი (80. სტრასბური)

მონპელიე-რენი 2:2
გოლები: 0:1 ბენ არფა (5), 1:1 დელორი (45+1), 2:1 დელორი (49), 2:2 ბურიჟო (71)

ნიცა-ლილი 2:0
გოლები: 1:0 სიპრიენი (25), 2:0 სან მაქსიმინი (79)

ამიენი-მარსელი 1:3
გოლები: 1:0 დიბასი (8), 1:1 ტოვენი (26), 1:2 ტოვენი (80), 1:3 ტოვენი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: პაიე (82. მარსელი)

ბომბარდირები: 11 - კილიან მბაპე (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 10 - ფლორან ტოვენი (მარსელი), ნეიმარი (პსჟ); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ).

მომდევნო ტური
30 ნოემბერი: სენტ ეტიენი-ნანტი
1 დეკემბერი: ლილი-ლიონი, ანჟერი-კაენი, გენგამი-ნიცა, მონაკო-მონპელიე, ნიმი-ამიენი
2 დეკემბერი: ტულუზი-დიჟონი, მარსელი-რეიმსი, რენი-სტრასბური, ბორდო-პსჟ.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული