ლიგა 1. XIV ტურის წინ: როცა 25 ქულით წინ ხარ...

AutoSharing Option
უდანაკარგო და ევროპის რეკორდსმენი "პარი სენ-ჟერმენი" შაბათს "ტულუზს" მასპინძლობს, რომელსაც 13 ტურში უკვე 25 ქულით გაუსწრო.

"ტულუზი" პარიზელთათვის მეტოქე ვერ არის, ამიტომაც პსჟ მაინც ფავორიტია იმის მიუხედავად, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების მატჩში ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, შეიძლება ითამაშოს მისმა თანამემამულე დანი ალვეშმა.

ფაქტები
  • "პარი სენ-ჟერმენი" ევროპის ტოპ-5 ლიგების ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც სტარტზე 13 მატჩი მოიგო.
  • პსჟ-ს საშუალოდ 3.46 გოლი გააქვს ლიგა 1-ში.
  • პსჟ-ს სტატისტიკა ლიგა 1-ში "პარკ დე პრენსზე" - 30 მატჩი - 19 მოგება, 7 ფრე, 4 მარცხი.
  • "ტულუზს"
    პსჟ-ისთვის სტუმრად 2008 წლის მერე არ მოუგია.

ლიგა 1. XIV ტური
პარასკევი, 23 ნოემბერი
ლიონი-სტ. ეტიენი 1:0
გოლი: 1:0 იასონ დენაერი (62)

შაბათი, 24 ნოემბერი
პსჟ-ტულუზი 20:00
კაენი-მონაკო 23:00
დიჟონი-ბორდო 23:00
ნანტი-ანჟერი 23:00
რეიმსი-გენგამი 23:00
სტრასბური-ნიმი 23:00

კვირა, 25 ნოემბერი
მონპელიე-რენი 18:00
ნიცა-ლილი 20:00
ამიენი-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 11 - კილიან მბაპე (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 10 - ნეიმარი (პსჟ); 8 - ნიკოლა პეპე (ლილი), ედინსონ კავანი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული