პსჟ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში მოულოდნელად დამარცხდა პსჟ "სტრასბურგთან" (1:2). ეს პარიზული გუნდის პირველი წაგებაა ამ სეზონში ქვეყნის პირველობაზე.

ნამატჩევს "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა უნაი ემერიმ თქვა, რომ მუდამ ვერ გაიმარჯვებენ, ისე მოგებას იმსახურებდნენ, ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, ფეხბურთი იმითაა მომხიბლავი, რომ ჩვეულებრივ გუნდს გულშემატკივართა მხარდაჭერით შეუძლია ფავორიტს სძლიოს, შესაძლოა ლიდერებს დასვენების საშუალება უნდა მისცეს, უკმაყოფილო კია, მაგრამ მაინც დამაჯერებლად ლიდერობენ.

პსჟ-ს უახლოესმა მდევარმა "მონაკომ" მე-2 წუთზე რადამელ ფალკაოს გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა "ანჟე" და 9 ქულით ჩამორჩება.

დღეს "მარსელი" სტუმრად
"მონპელიეს" ხვდება და თუ მოიგო, მეორე ადგილზე აღზევდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული