ლიგა I. XII ტური: ლიდერები მოწინააღმდეგეებს ანადგურებენ [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ლიდერებმა მეტოქეები გააბითურეს. პსჟ-მ გასვლაზე ნეიმარის გარეშე გაანადგურა "ანჟე" 5:0. დუბლი მიითვალეს ედინსონ კავანიმ და კილიან მბაპემ, ერთი გოლი კი სებასტიან დრაქსლერმა გაიტანა.

კავანიმ საფრანგეთის პირველობაზე 144-ე მატჩში მე-100 გოლი გაიტანა (გუნდში 2013 წლიდან ასპარეზობს) და ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და გონსალო იგუაინის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის 5 საუკეთესო 2 ჩემპიონატზე გაიტანა 100-100 გოლი. მან იტალიის ჩემპიონატზე "პალერმოსა" და "ნაპოლის" შემადგენლობაში 112-ჯერ დაამწუხრა მეტოქეთა გოლკიპერები.

მბაპე კი ამ საუკუნეში საფრანგეთის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლის გამტანი ახალგაზრდა ფეხბურთელია.
მან კარიმ ბენზემას 18-გოლიანი რეკორდი დაამხო.

"მონაკომ" ტრავმირებული რადამელ ფალკაოს გარეშე გააბითურა სახლში "გენგამი" 6:0 და "პარი სენ ჟერმენს" 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო კლაუდიო რანიერის "ნანტმა" შინ 2:1 სძლია "ტულუზას" და მე-3 პოზიციაზეა.

ანჟე - პსჟ 0:5

გოლები: 5. მბაპე 0:1, 14. დრაქსლერი 0:2, 30. კავანი 0:3, 60. კავანი 0:4, 84. მბაპე 0:5



მონაკო - გენგამი 6:0
გოლები: 10. კარილო 1:0, 27. ტრაორე 2:0, 36. კეიტა 3:0, 70. ტურე 4:0, 75. ტრაორე 5:0, 77. კარილო 6:0



მონპელიე - ამიენი 1:1

გოლები: 82. სიო 1:0, 88. აველარი 1:1

ნანტი - ტულუზა 2:1

გოლები: 16. ტომასონი 1:0, 60. ბინი 1:1. 67 სალა 2:1

ტრუა -სტრასბურგი 3:0

გოლები: 48. ჰუნ-იუნ სუკუ 1:0, 55. ჰაოუი 2:0, 90+3. ნიანე 3:0
გაძევება: 31. და კოსტა (ს)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული