დეშამმა გალთა გუნდი 2012 წელს ლორან ბლანისგან გადაიბარა, მისი ხელმძღვანელობით ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან გერმანიასთან 0:1 წააგო, 2016 წლის ევროპირველობაზე ფინალში დამატებით დროში პორტუგალიასთან დამარცხდა და მომავალ წელს რუსეთში ჩასატარებელი მუნდიალის საგზური მოიპოვა.