ლიგა 1. XIII ტური: ნეიმარი მბაპეს ხელს უშლის?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-12 ტურში ლიდერი "პარი სენ-ჟერმენი", რომელიც უახლოეს მდევარ "მონაკოს" 4 ქულით უსწრებს, ცხრილის შუაში მყოფ "ანჟერს" სტუმრობს და ბუნებრივია, აშკარა ფავორიტია.

პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფი უკვე დაიბევა, მას მერე, რაც ლეივინ კურზავას ჰეთ-თრიკის წყალობით, "ანდერლეხტი" 5:0 გაანადგურა და ახლა მთელი კონცენტრაციით საფრანგეთის ჩემპიონატზე გადმოერთვება.

პსჟ-ს პრობლემა არა აქვს, თუმცა მედიაში ახალი ტალღა აგორდა, რომლის მიხედვითაც, კილიან მბაპე ისე ვერ თამაშობს, როგორც ელოდნენ და ამის მიზეზი... ნეიმარია.

მბაპეს და ნეიმარს მოუწევთ ამ მოსაზრების გაქარწყლება. ასე რომ, ახლა ყველაზე სახიფათო
სწორედ მბაპე იქნება პარიზულ გუნდში.

ქვეყნის ჩემპიონი "მონაკო" "გენგამს" მასპინძლობს. დიდი ალბათობით, გუნდს კიდევ ერთხელ დააკლდება ჩემპიონატის ბომბარდირი რადამელ ფალკაო, რომელმაც შეიძლება ვერ მოასწროს ფორმაში შესვლა. ეს კი ედინსონ კავანისთვის კარგი შანსია, კოლუმბიელს ბომბარდირთა დავაში გადაასწროს.

ლიგა 1. XII ტური
პარასკევი, 3 ნოემბერი
რენი-ბორდო 23:45

შაბათი, 4 ნოემბერი
ანჟერი-პსჟ 20:00
მონაკო-გენგამი 23:00
მონპელიე-ამიენი 23:00
ნანტი-ტულუზი 23:00
ტრუა-სტრასბური 23:00

კვირა, 5 ნოემბერი
ნიცა-დიჟონი 18:00
მარსელი-კაენი 20:00
მეცი-ლილი 20:00
სენტ ეტიენი-ლიონი 23:59

ბომბარდირები: 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 8 - მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული