პსჟ ნეიმარის წარსადგენად აღლუმს გამართავს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" აპირებს, ნეიმარი გუნდის ახალ ფეხბურთელად პარიზში სპეციალურად მოწყობილ აღლუმზე წარადგინოს.

Europe 1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-მა პარიზის მმართველობისგან აღლუმის ჩატარების ნებართვა უკვე აიღო.

დღეს გავრცელებული ცნობებით, ნეიმარი სამედიცინო შემოწმებას ხვალ, დოჰაში გაივლის, ზეგ კი მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

- ნეიმარგეიტი - დანი ალვეში მეგობარს მოუწოდებს... გაბედე, მეგობარო!
ასევე დაგაინტერესებთ