"მაგრად ვიზეიმეთ" - პაპუ გომესმა მოჰყვა, როგორ გაუხარდათ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს ბრაზილიელთა მარცხი მუნდიალის მეოთხედფინალში

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "სევილიას" შემტევმა პაპუ გომესმა მოჰყვა, როგორ იზეიმეს "ალბისელესტეს" ფეხბურთელებმა ბრაზილიის ნაკრების დამარცხება ხორვატიასთან მუნდიალის მეოთხედფინალში:

"ნიდერლანდებთან მატჩისთვის ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ "სელესაოს" დამარცხება ჩვენთვის კარგი იქნებოდა.

ბრაზილიელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ჩვენ ამას ვუყურეთ. მახსოვს ეს ისე ვიზეიმეთ, თითქოს ხორვატების ნაცვლად გამარჯვებას ჩვენ მივაღწიეთ", - იხსენებს გომესი.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული