მაროკოს ფეხბურთელებს საზეიმო აღლუმი მოუწყვეს, მეფემ კი ყველა ღირსების ორდენით დააჯილდოვა [VIDEO]

AutoSharing Option
მაროკოს ნაკრები სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილით დაბრუნდა.

მიუხედავად ვერმოგებული ტურნირისა, სპორტსმენებს თანამემამულეები ისე დახვდნენ, როგორც გმირებს და ეს არც გასაკვირია და არც დიდი მოულოდნელობა. "ატლასის ლომები" პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც მუნდიალზე ნახევარფინალში გააღწია.

აქვე შეგახსენებთ მათ გზას - ჯგუფში 7 ქულით 1-ელ ადგილზე გავიდნენ (ხორვატიასთან, ბელგიასთან და კანადასთან), პლეი-ოფში კი გამოაგდეს ესპანეთი და პორტუგალია, ნახევარფინალში ფრანგების უძლიერეს ნაკრებთან დამარცხდნენ... დამარცხდნენ ხორვატიასთანაც...

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ათობით ათასი თანამემამულე გამოვიდა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა იმ თავგანწირვისთვის, რაც მათ კატარში ჩაიდინეს.

Video
Sportall.Ge
მაროკოს ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ
გთავაზობთ BeanymanSports-ის მიერ გამზადებულ ვიდეოს და მასში არსებული ინტერვიუების ქართულ ვერსიას:

"მადლობა ღმერთს, ფეხბურთელები სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნდნენ. მათით მოხარული ვართ, ისინი ჩვენთვის გამარჯვებული არიან. მთელი ქვეყანა მათით ამაყობს, მათ ხომ ჩვენი დროშა ძალიან მაღლა ასწიეს".

"ფესიდან (ქალაქი მაროკოში) ჩამოვედით, რათა აღგვენიშნა ერთად. მათ ჩვენ გვასახელეს, მთელ ქვეყანას სიხარული მოუტანეს და მორალი/სულისკვეთება გაუზარდეს".

"თუ ისინი მუნდიალს მოიგებდნენ, მსოფლიოს გამარჯვებულები ვიქნებოდით. ჩვენი სიხარული ენით აღუწერელია. რა თქმა უნდა, სასიხარულოა სხვა არაბული და აფრიკული ერებისთვისაც. ეს მხოლოდ დასაწყისია".

"მოხარული ვართ, რომ მაროკოს ნაკრებს ვხვდებით. როგორც იქნა, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ სამშობლო ასახელეს".

"ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ აქ ვარ და ველოდები ნაკრებს, რომელმაც ასეთ რაღაცას მიაღწია. ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთი რამე კიდევ მოხდება, თუმცა იმედი მაინც მაქვს".

"ჩვენი ფეხბურთელებით ბედნიერი ვართ. ვამაყობთ, რადგან მათი მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. გაუმარჯოს მაროკოს და მადლობა მოჰამედ IV-ის (მაროკოს მეფე) აკადემიას, რომელმაც ასეთი კალიბრის ფეხბურთელები მოგვცა".

"გაუმარჯოს მაროკოს, გაუმარჯოს "ატლასის ლომებს". მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალი ვერ მოვიგეთ, მიღწევა მაინც კარგია. წარმატება მათ".

"მივესალმები ფეხბურთელებსა და მწვრთნელ რეგრაგის. ჩვენი სპორტსმენები ძალიან კარგები იყვნენ. მათი მაჩვენებელი ისტორიულია და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ".


სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს მოჰამედ IV-მ და მისმა ოჯახმა უმასპინძლეს. მეფემ ისინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული