"კაპიტანო, არის რაღაც, რასაც ვერავინ წაგართმევს" - ჟურნალისტმა მესის ემოციურად მიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინისა და ხორვატიის (3:0) დაპირისპირების შემდეგ, ლიონელ მესიმ არგენტინელ ჟურნალისტთან ინტერვიუ ჩაწერა.

ახალგაზრდა ქალბატონმა ლეოსადმი თბილი სიტყვები არ დაიშურა:

"უკანასკნელად, მინდა, კიდევ ერთი რამ გითხრა, ეს არ არის შეკითხვა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ახლოვდება და დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ქვეყანას გამარჯვება გვსურს. უბრალოდ, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა შედეგით დასრულდება მატჩი, არის რაღაც, რასაც ვერავინ წაგართმევს. ფაქტია, რომ თითოეულ არგენტინელზე უდიდესი გავლენა მოახდინე. სერიოზულად, არ არსებობს ბავშვი, რომელიც თქვენი გუნდის მაისურს სიამაყით არ ატარებს, უმნიშვნელოა, მაისური ყალბია თუ
ნამდვილი. ყველას ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვე, ეს კი ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულზე მაღლა დგას, მინდა, თქვენ მიმართ მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ხალხს უდიდეს ბედნიერებას ანიჭებ. ვიმედოვნებ, ამ სიტყვებს გულთან ახლოს მიიტან, ყველაფრისთვის დიდი მადლობა, კაპიტანო!" - მიმართა ჟურნალისტმა "ლა პულგას".

შეგახსენებთ, მუნდიალის ფინალური მატჩი არგენტინასა და საფრანგეთს შორის კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

alt"გუნდის წარმატება მეტად მნიშვნელოვანია" - მესი ფინალისთვის მზადაა

alt"მესის ფინალში გულს გაუტეხენ" - მორგანი საფრანგეთის გამარჯვებაში დარწმუნებულია

altმესი VS მბაპე - ლეომ ფინალში მეორედ წაგება არ უნდა დაუშვას!..

მკითხველის კომენტარები / 8 /
დავით67-ს საიდან გაქვთ ეს ლოგიკა რომ მარადონას არ გაუხარდებოდა არგენტინის ჩემპიონობა ან არგენტინელებზე ესეთი დასკვნა?!
ზაკო
07:50 16-12-2022
0
მიდი მესი, ბოლომდე უნდა იბრძოლო, ამ მსოფლიოს წაგების უფლება ბაყაყის მჭამელებთან აღარ გაქვს, შენს ხელში ფიფას ჯადოსნურ თასს, მიწაზე მთელი მსოფლიო, ცაში კი თავად ფეხბურთის ღმერთი - მარადონა ეოდება!!!
MARADONA
22:43 15-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული