კაფუ: კატარის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში გავა

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარულმა მცველმა კაფუმ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

კაფუს თქმით, მუნდიალის მასპინძელი კატარის ნაკრები მეოთხედფინალში გასვლას შეძლებს, თუმცა ტურნირის ფავორიტად ბრაზილიის ნაკრებს მიიჩნევს.

"ბრაზილია, ინგლისი, არგენტინა და საფრანგეთი მუნდიალის ფავორიტები არიან. "სელესაოსა" და არგენტინის დაპირისპირება საინტერესო იქნება, ისევე, როგორც პორტუგალიისა და საფრანგეთის. თუმცა მჯერა, რომ ჩვენი გამარჯვების დროა.

ბოლო წლებში, კატარში ფეხბურთის დონე ამაღლდა. მათ გამოცდილი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე თამაში რთულ მეტოქეებთან მოუწევთ, მაგრამ, ვფიქრობ, მეოთხედფინალში აღმოჩნდებიან" - განაცხადა კაფუმ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი
20 ნოემბერს, კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
პატივცემულო ჟურნალისტი,

ასევე მივმართავ თხოვნით თქვენს კოლეგებსაც რომლებიც არა სწორად გამოთქვამენ და მკითხველსაც არა სწორად უმკვიდრებენ ქართულ სიტყვები ს გამოყენებას.მაგალითად: კატარი-უნდა იყოს ყატარი, რუკა-უნდა იყოს რუქა და ა.შ.
ნიკოლა მახარობლიშვილს
06:54 17-11-2022
0
გაათრევენ სამხრეთ კორეასავით.
Giusha3232
21:15 16-11-2022
0

სიახლეები პოპულარული