მოასწრებს თუ არა ნაოპერაციევი სერხიო აგუერო სამუნდიალოდ ფორმაში ჩადგომას?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ბომბარდირმა სერხიო აგუერომ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და კუნის მდგომარეობის შესახებ კომენტარი მისმა მამამ, ლიონელ დე კასტილიომ (სურათზე) და ალბისელესტეს ექიმმა ომერო დ'აგოსტინომ გააკეთეს.

ლიონელ დე კასტილიო: "ყველაფერმა სწრაფად ჩაიარა. ჩემმა მეუღლემ ამ დილით შეტყობინება გაუგზავნა. ერთი თვე გაუცდება. ოპერაცია სასწრაფო იყო, არავის არ დაუგეგმავს. უკვე ველაპარაკე სერხიოს და ყველაფერი კარგადაა".

ომერო დ'აგოსტინო: "ის, რომ ფეხბურთელმა ტურნირამდე 60 დღით ადრე გაიკეთა ოპერაცია, შეშფოთებას იწვევს. რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ 5 კვირას გასტანს. თუ ტრავმა რეციდივის შედეგად მიიღო, აღდგენითი პროცესი უფრო
ხანგრძლივია. არა მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 100%-ით იყოს მზად".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული