ლიონელ მესი: 2018 წელს თუ არ მოვიგეთ მუნდიალი, ამის შანსი უკვე აღარ გვექნება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

"ბევრჯერ მიტირია, რადგან ფინალში წაგება ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ოცნების ახდენა ვერ შეძელი.

სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე შედეგებზე ვართ დამოკიდებულნი. ვგრძნობთ, რომ თუ ამ წელს ვერ გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები, სხვა შანსი უკვე არ იქნება", - თქვა მესიმ La Cornisa-სთან საუბარში.

მესი სამი წლის განმავლობაში აგებდა ფინალში: მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში და ორჯერ ამერიკის თასზე (2015, 2016). არგენტინელი სამჯერ მონაწილეობდა მუნდიალზე და სამივეჯერ "ალბისელესტეს" გერმანია ეღობებოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გზავნილია ფიფას ბოსებისთვის, აზრზე მოდით, თასი ჩამახუტეთო
kote
13:50 20-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული