ფიფა მუნდიალის ბოიკოტის მოწოდების გამო პანიკაშია

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტის მოწოდების გამო პანიკაშია.

"ფიფა მუნდიალის ბოიკოტის მოწოდების გამო პანიკაშია. მართალია, ეს ორგანიზაცია სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა სერგეი სკრიპალის მოწამლვის შემდეგ მისი მაღალჩინოსნები ხვდებიან, რომ სიტუაცია კრიტიკულია.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მალავს, მაგრამ მისთვის სულ ერთი არაა, რაც ხდება. თან, არანაირი პერსპექტივა არაა დაძაბულობის შენელებისა. ყველაფერი უარესობისაკენ მიდის. ეს კი მუნდიალს საფრთხეს უქმნის", - აცხადებს გამოცემა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაადასტურა, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე შეხვედრას გააუქმებს, აგრეთვე მთავრობისა და სამეფო ოჯახის წევრები მუნდიალზე
არ გაემგზავრებიან ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა გულშემატკივრები, რომ რუსეთში ანტიბრიტანული განწყობაა და ურჩია იქ გამგზავრებისაგან თავი შეიკავონ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული