მ/ჩ 2018. სამხრ. ამერიკა: მესიმ არგენტინა მუნდიალზე გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
11 ოქტომბერს, სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მე-18 ტური გაიმართა.

არგენტინის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელად კიტოში ეკვადორის დამარცხება ესაჭიროებოდა. მატჩი სტუმრებისთვის ლამის ტრაგიკულად დაიწყო. რობერტო ორდონესმა და რომარიო იბარამ პირველივე წუთზე გაარღვიეს ალბისელესტეს დაცვა და ამ უკანასკნელმა სერხიო რომეროს კარი დალაშქრა. უიღბლო დებიუტმა არ გატეხა ვერცხლისქვეყნელები, უფრო სწორად კი მისი ლიდერი ლეო მესი. მან 12-ე წუთზე ანხელ დი მარიასთან კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გათანაბრა.

მე-20 წუთზე ლიონელმა მეტოქეს
ბურთი აართვა, წინ წაიწია და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო შესვენების შემდეგ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ჰეთ-ტრიკი მიითვალა და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

ლეომ საკვალიფიკაციო ტურნირებზე 21 გოლი გაიტანა და სამხრეთ ამერიკის ზონის რეკორდსმენი გახდა.

პერუ-კოლუმბია 1:1 დასრულდა, ბრაზილიამ კი, რომლისთვისაც ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა, სან პაულუში ჩილე არ დაინდო, 3:0 მოუგო და ამერიკის ბოლო ორი თასის გამარჯვებული მუნდიალს მიღმა დატოვა. დუბლი გაბრიელ ჟეზუშმა მიითვალა, ერთი გოლი კი ჩინებულ ფორმაში მყოფმა პაულინიომ გაიტანა.

ურუგვაიმ მონტევიდეოში ბოლივია 4:2-ზე დაამარცხა. დუბლი ლუის სუარესმა შეასრულა, თითო გოლი კი მარტინ კასერესმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

მოკლედ, მუნდიალზე ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა და კოლუმბია გავიდნენ, პერუ კი პლეი-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.
ტეგები:
მესი კველა დროის საუკეტესო ფეხბურტელია. ის არტისტი როლანდო ვერ მივა მესისტან
zaza nikuradze
22:56 13-10-2017
0
არც მარადონას და არც პელეს თამაშები არ გვინახავს სტადიონიდან. აი მომენტები ბევრი მინახავს, თითქმის ყველა მომენტები. სასვეა Youtube მათი კადრებით. და ამის გათვალისწინებით ვამბობ, მესიზე ძლიერი არ ყოლია მსოფლიო ფეხბურთს!
გიორგი
21:59 11-10-2017
2
მარადონამ თითქმის უცნობი გუნდი ,,ნაპოლი,, მსოფლიოში უძლიერეს გუნდად აქცია...ყველა ტიტული მოაგებინა
მსოფლიოც ლამის მარტომ მოიგო
ვერა...მარადონამდე მესი ვერ მივა, ვერა
მასე მე კრუიფი და ზიდანი მომწონდნენ, მაგრამ მარადონა მაინც სულ სხვა იყო
PAPA
19:39 11-10-2017
9
მესი მარადონამდე რომ მივიდეს, მსოფლიო უნდა მოიგოს! სხვანაირად არ გამოვა არაფერი, უნდა დაამტკიცოს რომ მარტო კლუბის მოთამაშე არ არის! ვნახოთ რას იზავს რუსეთში!!!!
goga
16:30 11-10-2017
5
მასეა.ნაკრების ფონზე რონალდო ჯობნის ჯერჯერობით!!
ზუურ
15 ოქტომბერი 2017 23:05
0
მესი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას და შეუძლია კიდევაც, დანარჩენი ბატონებო უფლის ნებაა და აგერ ნახავთ...
ზვიო
11 ოქტომბერი 2017 20:26
0
ფეხბურთს ერთი მეფე არ შეიძლება ჰყავდეს.ფეხბურთს ბვერი მეფეები ჰყავდა და ეყოლება: პელე,კრუფი,მარადონა,მესი და ა.შ...
ზაზა
15:43 11-10-2017
0
პელე ,მარადონა. კრუიფი,მესი ამ ფეხბურთელების შედარებისას მთავარი გვავიწყდება სულ ერთი წამით, რომ წარმოვიდგინოთ ,რომ ფებურთს ,რომელიმე ეს გენიოსი არ ყოლოდა ეს თითქმის ცვლის ფეხბურთის დღევანდელ გაგებას ა,მიტომ არ ღირს ამაზე პოლემიკა ჩვენი საქმეა დავტკბეთ ამ ლამაზი სპორტის სახეობისთ და ვინატროთ რომ ვიღაც კიდევ იქნება მომავალში ასეთი
zviadi
14:54 11-10-2017
0
და რა მაინტერესებს,ამ დადგმულ სპექტაკლს როდემდე უნდა უყუროთ ცხვრებივიტ? ეკვადორს წაგებული ქონდა ზედიზედ 6 თამაში არგენტინას მანდაც რო არ მოეგო დასახოცები იქნებოდნენ...არაფერი განსაკუთრებული მანდ არ მომხდარა და ეკვადორთამ მოგებით ნუ გადასცემთ მაგას ოქროს ბურთს :D

პ.ს საუკეტესოზე თუ გაქ პრეტენზია ეკვადორს კი უნდა მოუგო და გაუტანო!
alex
13:30 11-10-2017
15
რა გინდა ხო შეგისრულა მოთხოვნა?საუკეთესოა?!
თამაზი
11 ოქტომბერი 2017 22:08
0
alex-ს
მესის თუ გოლების გატანა აკლია და რა ვიცი მე?...
ზაზა
11 ოქტომბერი 2017 15:46
0
მესი გენიოსია.იცის როდის რა გააკეთოს.მარადონას და მისი შედარება არ შეიძლება,ასე ვფიქრობ,იმიტომ რომ ორივე ძალიან მაგარია.ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ 40 წელია და მიყვარს სიგიჟემდე,მაგრამ არგენტინაც არანაკლებ და ამათ,რომ მსოფლიოზე არ ეთამაშათ იქნებოდა მესისთვის კრახი.
dato
13:12 11-10-2017
0
მესი - ფეხბურთის მესია!
aburjga
13:09 11-10-2017
0
ამან შეიძლება არგენტინას რუსეთში ჩემპიონობა მოაგებინოს...ჩვენს ნაკრებს რა ეშველება თამაშს რომ ვერ იგებენ...ნეტა მესის სამადლოდ არ გვათხოვებენ მომავალ ევროპის შესარჩევზე მისი ქართველი გულშემატკივრების ხათრით?
nikola
13:07 11-10-2017
0
თქვენ ნახეთ არგენტინა მოიგებს მსოფლიოს ამ ჯერზე
zura
12:55 11-10-2017
1
სად იყო აქამდე ეგ დალოცვილი რო დახოცა ხალხი ნერვიულობით:)
თუმცა მარადონამდე ჯერ ვერ მივა, ჩემი აზრით, არ გეწყინოთ...
3
Brao mesis yvela drois sauketeso fexburtelia fexburtis xmertia ra gaumarjos argetinas gaumarjos mesis
argetina
11:01 11-10-2017
1
ბრაზილიამ ჩილე დასაჯა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობისთვის. ამერიკამ კი ტექნიკურად აუქცია რუსებს გვერდი და ტრაკი უჩვენა. რადგანაც ბოიკოტს ვერ მიაღწიეს როგორც 80 წლის ოლიმპიადაზე, თავისი ნება ასე გამოხატეს იანკებმა და სავარაუდოდ ხოხოლებმაც. დანარჩენი თითქმის ლოგიკურად დალაგდა თუ არ ჩავთვლით ნიდერლანდების კიდევ უფრო ღრმად ჩაფლობას ჭაობში.
................
10:55 11-10-2017
13
Chvenc boikoti gamovucxadet rusebs da tamashi ar moviget shesarchevshi, raginda okupant rusetshi:d
Qartveli
11 ოქტომბერი 2017 11:30
0
ჩემი აზრით ვისაც უნდოდა რომ არგენტინა ვერ გასულიყო მუნდიალზე, იმას ფეხბურთი არ უყვარს. 30 წელია არგენტინის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ძალიან დამწყდა გული ჰოლანდიის და ჩილეს ნაკრებებზე. მესიზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია.
0
ალბათ,როცა ეს "არანორმალური"ისახებოდა, მაშინ როსარიოს ცას ფეხბურთის მფარველმა ანგელოზებმა გადაუფრინეს,თანაც უკლებლივ ყველამ.
sake
10:48 11-10-2017
0
უფრო სწორად, ”ანომალია” ხომ არა?
Matrix
11 ოქტომბერი 2017 20:19
0
მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!
გია
10:26 11-10-2017
2
გენიოსი მესი
მესი
09:43 11-10-2017
0
რამდენი ელოდა ლეოს შერცხვენას.DDDDDDD
0
მუნდიალზეც ბევრი გოლი გაგეტანოს ლეო,იქნებ დანარჩენებმაც გამოიხედონ თვალებში და შედეგი დაიდოს.
Giorgi
09:05 11-10-2017
0
გენიოსი მესი
მესი
07:36 11-10-2017
0
სიახლეები პოპულარული