მუნდიალი 2018. არგენტინამ სახლში აუტსაიდერ ვენესუელას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
დიდ  ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა ბუენოს აირესში მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩში არგენტინა აუტსაიდერ ვენესუელასთან, მაგრამ ფრეს დასჯერდა. ეგ კი არადა, აგებდა კიდეც და ავტოგოლით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

ალბისელესტეს მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ დაიჩივლა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს, ამ შეხვედრის მოგება სამბურთიანი სხვაობით მართებდათ, მაგრამ ვერ ივარგეს, ხელიდან გამარჯვების საუკეთესო შანსი გაუშვეს და მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში მათი თამაში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ერთი სიტყვით, არგენტინა მეხუთე ადგილზეა, რომელიც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

არგენტინა-ვენესუელა 1:1
არგენტინა
: რომერო, მასკერანო, ფასიო, ოტამენდი, აკოსტა,
პისარო, ბანეგა, დი მარია, მესი, იკარდი, დიბალა
გოლები: 0:1 მურილიო 51, 1:1 ფელჩერი 54 (ს.კ.)


კოლუმბია-ბრაზილია 1:1
ბრაზილია
: ალისონი, ალვეში, მარკინიოსი, სილვა, ფილიპე ლუისი, ფერნანდინიო, ვილიანი, პაულინიო, აუგუსტო, ნეიმარი, ფირმინო
გოლები: 0:1 ვილიანი 45+2, 1:1 ფალკაო 56


პარაგვაი-ურუგვაი 1:2
გოლები
: 0:1 გომესი 80 (ს.კ.), 1:1 რომერო 88


ბოლივია-ჩილე 1:0
გოლი
: 1:0 არსე 58 (პენ)
გაძევება: ჩუმასერო 90 (ბოლივია)


ეკვადორი-პერუ 1:2
გოლები
: 0:1 ფლორესი 73, 0:2 ურტადო 76, 1:2 ვალენსია 79 (პენ)
გაძევება: რამოსი 79 (პერუ)
მკითხველის კომენტარები / 1 /
სატურნირო ცხრილიც რომ დაურტოდ ხოლმე ვერა??
0

სიახლეები პოპულარული